top of page

ფრანგული ლიმნის ტარტი

ცომისთვის დაგვჭირდება: 250 გრ ფქვილი მწიკვი მარილი 2 ს.კ. შაქარი 1 კვერცხი 125 გრ დარბილებული კარაქი 2 ს.კ. ძალიან ცივი წყალი

გულისთვის დაგვჭირდება: 4 კვერცხი 1 ჭიქა შაქრის პუდრა (+3 კოვზი მოსაყრელად) 3 ლიმნის ცედრა და წვენი 3 ს.კ. შესქელებული რძე

1 ს.კ. სახამებელი 110 მლ ასათქვეფი ნაღები

დავყაროთ ფქვილი სუფთა დაფაზე, შუაგულში ჩავაყაროთ მარილი, შაქარი, კვერცხი და კარაქი. ხელით მოვზილოთ ცომი. როგორც კი შეკვრას დაიწყებს, მოვასხათ ცივი წყალი და გავაგრძელოთ ზელვა მანამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. დავაგუნდავოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 45 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ. საცხობ ფორმას მოვუსვათ ცოტაოდენი კარაქი, მოვაყაროთ ოდნავ ფქვილი და ჩავაფინოთ ცომი. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით, თანაბრად რომ გამოცხვეს. ვაცხობთ 15 წუთი 180 გრადუსზე.

ამასობაში გულის ყველა ინგრედიენტს კარგად ავურევთ მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე და მოვასხავთ ჩვენს ტარტს. ვაცხობთ 150 გრადუსზე კიდე 30-40 წუთი. გამომცხვარი ცხელი ტარტის გული ოდნავ თხევადი იქნება, მაგრამ გაგრილების შემდეგ გამკვრივდება. გაგრილებულ ტარტს მოვაყაროთ პუდრა. ლიმნის ტარტს ძალიან უხდება კარგი შავი ყავა

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page