top of page
Поиск

ცხელი სენდვიჩები მსხლით და ფრანგული ყველით

  • Manana
  • 1 мая 2015 г.
  • 1 мин. чтения

საოცარი საუზმე მათთვის ნამდვილი გურმეებისთვის!

დაგვჭირდება: 1 ბაგეტი 100 გრ რბილი ყველი- ბრი ან ქამამბერი 2 მსხალი 100 გრ დაჭრილი ნიგოზი კარაქი

თაფლი შავი წიწაკა

გაჭრით ბაგეთი 3 ნაწილად, შემდეგ კიდე სიბრტყეზე, ორ თანაბარ ნაწილად. სულ 6 ნაწილი გამოგვივა. ან შეგვიძლია დავჭრათ ბაგეტი პატარა, მრგვალ, თხელ ნაჭრებად, როგორც თქვენთვის უფრო მისაღებია.

ბაგეტს გადავუსვათ ოდნავ კარაქი და შევბრაწოთ ტაფა-გრილზე, უნდა გამოგვივიდეს ოქროსფერი ხრაშუნა ქერქი. მსხალს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ასევე დავჭრათ ყველი. შებრაწულ ბაგეტზე რიგრიგობით დავალაგოთ მსხალი და ყველი ისე, რომ სულ დავფაროთ პურის ზედაპირი. მოვაყაროთ შავი წიწაკა და დაქუცმაცებული ნიგოზი. გამზადებული ბაგეტი შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთით, სანამ არ გადნება ყველი.

გამზადებულ სენდვიჩებს მოვასხათ ცოტაოდენი თაფლი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page