top of page

ამერიკული ფანქეიქები


ეს კი ამერიკული ფანქეიქები დაგვჭირდება: 500 მლ 10% ნაღები 3 კვერცხი 5 ს.კ. შაქარი 300 გრ ფქვილი ვანილი სოდა ძმრით დანის წვერზე მარილი დანის წვერზე დარიჩინი (თუ გიყვართ)

კარგად ავთქვიოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი, დარიჩინი, სოდა, ნაღები, ფქვილი. მოზრდილი კოვზით დავასხათ ცომი გახურებულ ტაფაზე, მთელ ზედაპირზე არ ვანაწილებთ, უნდა გამოვიდეს დაახლოებით 10-12 სმ დიამეტრის ბლინი. ვაცხობთ მშრალ ტაფაზე. გამომცხვარ ფანქეიქებს ვადებთ პატარა კარაქის ნაჭერს. ტრადიციულად მათ მიირთმევენ ნეკერჩხლის სიროფით, მაგრამ ჩემებს თაფლით ან მურაბით მეტად მოსწონთ P.S. ნაღების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან კეფირი, მაგრამ ნაღებით უფრო ნაზი და გემრიელი გამოდის

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page