ბროკოლის კრემ-სუპი
კიდე ერთი მარტივი, გემრიელი და ძალიან სასარგებლო კრემ-სუპი.
დაგვჭირდება: 400-500 გრ ბროკოლი 2 საშუალო კარტოფილი 1 ხახვი 1 სტაფილო 20 გრ კარაქი 200 მლ ნაღები მარილი, თეთრი წიწაკა დანის წვერზე დაფქვილი მუსკატი.
ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ქვაბში კარაქთან ერთად. დავუმატოთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, მოვურიოთ, დავასხათ წყალი და მივიყვანოთ დუღილამდე. შემდეგ დავამატოთ დარჩეული და დანაწევრებული ბროკოლი და მოვხარშოთ. დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ნაღები, მარილი, თეთრი წიწაკა, მუსკატი. დაახლოებით 10 წუთი ვახრშოთ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ. ამ კრემ-სუპს ასევე ძალიან უხდება ნივრიანი ორცხობილები ყველით.
გემრიელად მიირთვით!