განსაკუთრებული ბორში
ბორში უაღრესად სასარგებლო და გემრიელი წვნიანია უდაოდ, ჩემი შვილის გადამკიდე ვეღარ ვაკეთებ ისეთ კერძებს როგორიც მიყვარს და როგორსაც ნორმალური ადამიანები გემრიელად მიირთმევენ. მიწევს ადაპტირება მის გემოვნებაზე და ამიტომ ბორშსაც ვაკეთებ ისეთს, როგორსაც ის შეჭამს. გთავაზობთ ბორშის ჩემეულ ვერსიას და ბავშვებისათვის მისაღებს. ( ბავშვი - 17 წლისაა :))) ცნობისათვის ) დაგვჭირდება ჩვეულებრივად ყველა ის ინგრედიენტი რომელსაც ვხმარობთ ჩვეულებრივი ბორშისათვის უბრალოდ ბოლოს ვაბლენდერებთ ყველაფერს კარტოფილის გარდა და მწვანილს ვაყრით კონკრეტულად თეფშზე გადმოღების მერე. აუცილებელი პირობაა კიდე გახეხილ ჭარხალს დავასხათ 1 სუფრის კოვზი ძმარი, რომელსაც ფერი ამოყავს და უფრო წითელს ხდის ჩვენს ბორშს და ვუქნათ სულ ბოლოს რომ დიდხანს არ იხარშოს და ბორში გამოვიდეს ძალიან წითელი და ცოცხალი.