top of page

ვაშლით და კომშით ფარშირებული ქათამი


ეს კერძი იდეალურია ისეთი შემთხვევებისთის, როცა დიდი ოჯახი სადღესასწაულოდ იკრიბება ერთად ვახშამზე.

დაგვჭირდება: 1 მოზრდილი ქათამი (2 კგ) 2 ვაშლი 2 კომში 1 ფორთოხალი 1-2 კგ მომცრო ზომის კარტოფილი 3 ს.კ. თაფლი 1 ჩ.კ. თეთრი წიწაკა 1 ჩ.კ. მარილი 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

თაფლი, მარილი და წიწაკა კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წაუსვათ შიგნიდან გასუფთავებულ, გამშრალებულ ქათამს. ცოტა ხნით გადავდოთ. ამასობაში ვაშლს და კომშს ამოვაცალოთ გული და დავჭრათ დაახლოებით 8-8 ნაწილად. ასევე დავჭრათ ნახევარი ფორთოხალი. პატარა ზომის კარტოფილები კარგად გავრეცხოთ (თუ კარტოფილი დიდი ზომისაა, გავჭრათ ოთხად). ქათამი ამოვტენოთ კომშით და ვაშლით, გავკეროთ ან დავამაგროთ სამზარეულო ჩხირით და ზევიდან მოვაყაროთ მსხვილი მარილი.

ქათამი ზურგით დავდოთ ტაფაზე, შემოვულაგოთ კარტოფილი, დარჩენილი ვაშლი და კომში, ფორთოხალი, მოვაყაროთ ხილს ცოტა მსხვილი მარილი და წიწაკა და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ტემპერატურა დავუწიოთ 160 გრადუსამდე. ნახევარი საათის შემდეგ ქათამს და კარტოფილს ფუნჯით გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. კიდე 20-30 წუთი რომ გავა, ავურიოთ ერთმანეთში 1 ს.კ. თაფლი და ნახევარი ფორთოხლის წვენი და წავუსვათ ეს მასა ჩვენს ქათამს. ისევ დავაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით. ყურადღებით იყავით, თაფლი მალე იწვება და ქათამი არ დაგეწვათ! ცოტაოდენი მოთმინება და ეს საოცრად არომატული და გემრიელი კერძიც მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page