top of page

ვიშისუაზ-ფრანგული პრასის კრემ-სუპი


ძალიან ადვილი და სასარგებლო. განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც ჩემისთანა ჭირვეული შვილები ყავს.

დაგვჭირდება: 250-300 გრ პრასი 2 მოზრდილი კარტოფილი 1 სტაფილო 3-4 ფირფიტა ბეკონი 20 გრ კარაქი 200 მლ ნაღები მარილი, ფერადი წიწაკა.

ბეკონი წვრილად დავჭრათ და ოდნავ მოვხრაკოთ ქვაბში კარაქთან ერთად. დავუმატოთ დაჭრილი პრასი, ოდნავ მოვთუშოთ, დავუმატოთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, მოვურიოთ, დავასხათ წყალი ისე, რომ რომ ფარავდეს და დავდგათ მოსახარშად. კარტოფილი რომ მოიხარშება, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, ნაღები და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. მირთმევის წინ მოვაყაროთ ფერადი წიწაკა. ასევე, ძალიან უხდება შინაური ნივრიანი ორცხობილები

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page