top of page

მარტივი აჭარული ხაჭაპური


მინდა გასწავლოთ, უფროსწორად გაგახსენოთ უგემრიელესი საუზმის მარტივად მომზადება. ეს საუზმე არის ძალიან ნოყიერი და უყვარს ყველა ბავშვს განსაკუთრებით.

დაგვჭირდება: ნებისმიერი პურის ნაჭერი ან ფუნთუშა 1 კვერცხი ცოტა ყველი ნებისმიერი სურვილისამებრ ძეხვის ან ლორის ნაჭრები კარაქი ტაფაზე გავადნობთ ცოტა კარაქს, და დავადებთ პურის ნაჭერს გულამოღებულს, ან ფუნთუშას რომელსაც მოვაჭრით თავს და ამოვუღებთ გულს. შუაში ჩავუფენთ ლორის ან ძეხვის ნაჭრებს. ცოტა რომ მოიბრაწება, ამოვატრიალებთ პურს, ჩავახლით კვერცხს და მოვახეხავთ ზემოდან ყველს. (მარილს მე აღარ ვამატებ ყველის გამო,) დავახუროთ ტაფას სახურავი და დაბალ ცეცხლზე შევბრაწოთ დაახლოებით 5 - 10 წუთი, იმის მიხედვით ვის როგორი კვერცხი უყვარს. მიირთვით გემრიელად და გაუხალისეთ ბავშვებს დილა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page