მექსიკური სალათი
გემრიელ მექსიკურ სალათს გასწავლით, რომელიც მოსწონს ძირითადად ყველას. დაგვჭირდება:
0,500 კგ ძროხის ხორცი ქილის ლობიო წითელი 1 ცალი ხახვი წითელი 2 დიდი წითელი ბულგარული ნიორი 2კბილი ქინძი 1 კონა დიდი მწარე წიწაკა 2 ცალი ნიგოზი 100 გრამი ბალზამირებული ძმარი მაიონეზი 2 სუფრის კოვზი ხორცი მოვხარშოთ კარგად და დავჭრათ წვრილ- გრძელ ნაჭრებად,დავაყაროთ ქილის ლობიო,დავჭრათ გრძელ ნაჭრებად ბულგარული და დავაყაროთ,ხახვი წვრილად ალყა-ალყა,ქინძიც მოვაყაროთ დაჭრილი მსხვილად და მწარე წიწაკა და ბოლოს გატარებული ნიგოზი. ცალკე ჯამში გადავურიოთ მაიონეზი და დაჭყლეტილი ნიორი, მარილი. ყველაფერი ერთად კარგად გადავურიოთ და გემოვნებით დავამატოთ ძმარი. მიირთვით ცივად.