top of page

მოთუშული ბოსტნეული


მოთუშული ბოსტნეული- ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი ვეგეტარიანული კერძი. ხოლო მათთვის, ვისაც ხორცი უყვას- არაჩვეულებრივი გარნირი. ასევე, ძალიან კარგი კომბინაციაა ბრინჯთან ან ჩინურ ლაფშასთან.

დაგვჭირდება: 2 ბულგარული წიწაკა (ნებისმიერი ფერის) 2 სტაფილო 1 მოზრდილი თავი ხახვი 200-250 გრ სოკო 200-250 გრ ბროკოლი 200-250 გრა ბრიუსელის კომბოსტო 200-250 გრამი ნედლი მწვანე ლობიო (მე გაყინულს ვყიდულობ) დაახლოებით 4 ს.კ. სოიოს სოუსი 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი, ფერადი წიწაკა

გახურებულ ტაფაზე (იდეალურია თუ მოამზადებთ ტაფა-ვოკში) ვასხავთ ზეთს და ვყრით მსხვილად დაჭრილ ხახვს, ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება ვუმატებთ დაჭრილ ბულგარულს, შემდეგ სტაფილოს, ბრიუსელის კომბოსტოს, სოკოს, ბროკოლის და ნედლ ლობიოს. ვამატებთ სოიოს სოუსს, მარილს, წიწაკას და დაახლოებით 5 წუთი ვთუშავთ თავდახურულს. ყველაფერს ვამზადებთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, მხოლოდ ბოლოს, როცა ვახურავთ თავსახურს, ცეცხლს დავუწევთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ან გამოაკლოთ ბოსტნეული თქვენი გემოვნებით, ასევე შეანელოთ ნივრით, სეზამის მარცვლებით და ა.შ.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page