მსუბუქი ხაჭოს ნამცხვარი
პარასკევს საღამოს სამსახურების შემდეგ, მოიმარაგეთ ინგრედიენტები რომ შაბათს გამოაცხოთ მსუბუქი და უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვარი. მოიწყვეთ სადღესასწაულო საღამო, დაპატიჟეთ მეგობრები.
დაგჭირდებათ:
გულის მოსამზადებლად 500 გრამი ხაჭო 4 კვერცხი 120 გრამი შაქარი ვანილი ცომის მოსამზადებლად: 120 გრამი კარაქი 2 ჭიქა ფქვილი 100 გრამი შაქარი ნახევარი ჩ/კ სოდა
ცოტა კარაქი ფორმაზე წასასმელად, ან საცხობი ქაღალდი (იყიდება თითქმის ყველა სუპერმარკეტში ) ჩავაფინოთ ფორმაში.
ბლენდერში ჩავტეხოთ კვერცხები და დავაყაროთ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ხაჭო და ვანილი და კიდევ ავთქვიფოთ. დარბილებულ კარაქს შევაზილოთ ხელით ფქვილი და შაქარი და სოდა, ფხვიერი მასის მისაღებად. ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ხელით გავაბრტყელოთ ცომი. შესაძლებელია ცომის მარტო ძირზე გაბრტყელება ან ძირზეც და ფორმის გვერდებზეც ( ვის როგორ მოსწონს ). შემდეგ ჩავასხათ მომზადებილი მასა. თუ ცომი ცოტა მოგრჩებათ შეგიძლიათ მოაფშხვნათ ხელით ზემოდან ან მოახეხოთ. ჩავდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 15 ან 20 წუთით. ნამცხარი მზადაა, დანარჩენი თქვენზეა რითი მორთავთ. შესაძლებელია ამ რეცეპტის უამრავი ინტერპრეტაცია. გნებავთ ნებისმიერი ხილი ხაჭოშივე ჩააწყვეთ, გნებავთ ზემოდან შემოალაგეთ, ან უარაფროდ მიირთვით კარგ ჩაისთან ერთად.