ნივრიანი ორცხობილები
შინაური ნივრიანი ორცხობილები, რომლებიც ასე უხდება თითქმის ყველა წვნიანს (და არა მარტო) დაგვჭირდება: 1 თეთრი პურის ბატონი ან ფრანგული ბაგეტი 8-10 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2-3 კბილი ნიორი მარილი, წიწაკა-გემოვნებით თითო ჩაის კოვზი ხმელი ბეგქონდარა (Thymus), როზმარინი ან ნებისმიერი სხვა სუნელი თქვენი გემოვნებით. პური კანის გარეშე დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ჯამში. ცალკე ფიალაში ჩავასხათ ზეთი და დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და სხვა სუნელები. კარგად ავურიოთ. შემდეგ მოვასხათ დაჭრილ პურს და ამოვურიოთ ისე, რომ თითოეული ნაჭერი გაიჟღინთოს ზეთით. გამოვაცხოთ ჩვენი ორცხობილები ღუმელში150 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ და მივირთვათ!