ორცხობილები ნივრით და ყველით
ორცხობილას კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი აპეტაიზერი ან საუზმე შეიძლება იყოს- ნივრით და ყველით.
დაგვჭირდება: 6-8 ნაჭერი ფრანგული ბაგეტი 50 გრ კარაქი 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი 3 კბილი ნიორი 50 გრ გახეხილი პარმეზანი (შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნიც გამოდგება, მთავარია არ იყოს ჭყინტი, ცოტა მაგარი თავი) გემოვნებით- ნედლი ან ხმელი ბეგქონდარა (ან ნებისმიერი სხვა მწვანილი)
გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი. პურის ნაჭრებს წავუსვათ კარაქი და მეორე მხარით დავდოთ ტაფაზე. ზუსტად 1 წუთში ამოვაბრუნოთ და მაშინვე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ტაფას დავახუროთ თავსახური, გამოვრთოთ ქურა და ვაცადოთ 1 წუთი (სანამ ყველი არ გადნება). გადმოვდოთ ჩვენი პურები თეფშზე, ქვევიდან წავუსვათ ნიორი (ნიორი გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული და ისე წავუსვათ), მოვაყაროთ სურვილისამებრ მწვანილი და მივირთვათ!