ოსპის კრემ-სუპი ბეკონით
დაგვჭირდება: 100 გრ წითელი ოსპი სამი ღერი ნიახური 1 თავი ხახვი 1 სტაფილო 3 საშუალო კარტოფილი 70 გრამი კარაქი (შეგიძლიათ ზეთი იხმაროთ) 2 საშუალო პომიდორი 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი ნახევარი ჩ.კ. ხმელი ნიორი გემოვნებით -მარილი, ფერადი წიწაკა სურვილისამებრ- 150 მლ ნაღები.
სქელძირიან ქვაბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქთან ერთად, დავუმატოთ გახეხეილი სტაფილო, შემდეგ წვრილად დაჭრილი ნიახური. აქვე დავამატოთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ოდნავ მოვთუშოთ. შემდეგ დავასხათ წყალი(დაახლოებით 2 ლ), დავუმატოთ გარეცხილი ოსპი, ნივრის ფხვნილი, ლიმნის წვენი, მარილი და ვხარშოთ დაახლოებით 20-30 წუთი (სანამ კარტოფილი და ოსპი არ მოიხარშება). ეს წვნიანი ამ სახითაც ძალიან გემრიელია, მაგრამ თუ თქვენ კრემ-სუპი გირჩევნიათ, დააბლენდერეთ და დაუმატეთ ნაღები. მიირთვით ორცხობილებთან ერთად.
მირთმევის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი მოხრაკული ბეკონი, ან დავტვოთ ვეგეტარიანული ვარიანტი.
გემრიელად მიირთვით!