სამარხვო გრატენი სოკოთი და კარტოფილით
მინდა გასწავლოთ სოკოს გემრიელი კიშის მომზადება, ძალიან ადვილია. არ გეგონოთ რამე სირთულე.
დაგვჭირდება: მოხარშული კარტოფილი 4 ან 5 ცალი ქამა სოკო 0,5 კილო ტარხუნა 1 კონა ხახვი 1 ცალი ისპანახი 0,5 კილო მარილი შავი პილპილი მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ დიდ სახეხზე, ფორმას რომელსაც შემდგომ ჩავდგავთ ღუმელში წავუსვათ ოდნავ ზეთი და მოვათავსოთ გახეხილი კარტოფილი ამ ფორმაში, ძირზეც და გვერდებზეც თხელ ფენად. სოკოები გავჭრათ შუაზე და მოვხრაკოთ ღრმა ტაფაზე ცოტა ზეთში ხახვთან ერთად.სოკო რომ მოიხრაკება დავაყაროთ გარეცხილი ისპანახის ფოთლები,ხელით დაფლეთილი მსხვილად აუცილებლად. უნდა გადავურიოთ რამოდენიმეჯერ სოკოსთან ერთად და შიგთავსი მზადაა. ამ მასას გადმოვიღებთ ჯამში და დავაჭრით ტარხუნას, შევაზავებთ მარილით და პილპილით და ჩავდებთ კარტოფილიან ფორმაში.ზემოდან მოვაყაროთ ცოტა თხილი ან ნიგოზი პატარა ნაჭრებად და მოვახეხოთ ისევ კარტოფილი, რომ დაფაროს შიგთავსი. ჩადგით გახურებულ ღუმელში მაღალ გრადუსზე 180-200 და დაბრაწეთ 15 წუთი შეგიძლიათ დაამატოთ ან არ უქნათ რამე ინგრედიენტი. მთლიანად თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული რა გამოვა.
მიირთვით გემრიელად, იმედი მაქვს მოგეწონებათ.