top of page

ტოსტები გამომცხვარი პომიდორი ჩერით

დაგვჭირდება: 1 ბაგეტი 100 გრ პარმეზანი (ან ნებისმიერი მაგარი ყველი-შებოლილი სულგუნი, მაგალითად) 500 გრ პომიდორი ჩერი 2 კბილი ნიორი 2 ჩ. კ. ბალზამიკოს კრემი 0.5 ჩ.კ. შაქარი 1 ჩ.კ. ბეგქონდარა 100 გრ. კრემჩიზი (almette, მაგალითად) 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი, ფერადი წიწაკა თუ იშოვით, ცოცხალი ბაზილიკი ან პიტნა.

ბაგეტი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდოთ ღუმელში 160 გრადუსზე სანამ ყველი არ გადნება. გამოვიღოთ და გავაგრილოთ. ამასობაში პომიდორი გავრეცხოთ, დავდოთ გამოსაცხობ სინზე, დავხვრიტოთ ჩანგლით, ღუმელში რომ არ აფეთქდეს, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ მარილი, ფერადი წიწაკა, ბეგქონდარა. დავჭყლიტოთ ნიორი და ისიც მოვაყაროთ, მოვასხათ ბალზამიკო, მოვაყაროთ შაქარი. გამოვაცხოთ ღუმელში 160 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. ტოსტებზე დავდოთ გამომცხვარი პომიდორი, კიდე მოვასხათ ცოტაოდენი ბალზამიკო, დავადოთ თითო პატარა გუნდა კრემჩიზი და მოვაყაროთ ბაზილიკი. ეს კერძი არაჩვეულებრივი აპეტაიზერია, ასევე მშვენიერი საუზმე

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page