ფელამუში
- დე ტკბილი რა გვაქვს? ძირითადად ყოველ საღამოს ერთი და იგივე კითხვაა. თან ტკბილი, თან გემრიელი, თან მარტივი მინდა შემოგთავაზოთ- ფელამუში. ალბათ გაგიკვირდებათ, რა დროს ფელამუშიაო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ფელამუშის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი ხილის წვენისაგან, ნებისმიერ დროს. კარგი გამოდის, მაგალითად, რბილობიანი წვენისაგან. მე ცოტა მომჟავოც მომწონს. მოკლედ, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი წვენისაგან და რითიც გაგეხარდებათ იმით მორთოთ, თხილი იქნება ეს თუ ხილი
დაგვჭირდება: წვენი 3 ლიტრი ჭადის ფქვილი წმინდად გაცრილი 200გრ პურის ფქვილი 200 გრ დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა.
პურის ფქვილი გავხსნათ ცოტა ცივ წვენში ისე, რომ არ ქონდეს კოშტები,შემდეგ დავუმატოდ ჭადის ფქვილი და დარჩენილი წვენი. გასინჯეთ, შეიძლება თაფლის ან შაქრის დამატება საჭიროების და გემოვნების მიხედვით. დავდგათ გაზქურაზე და წამოვადუღოთ, თან სულ ვურიოთ. არ დატოვოთ უყურადღებოდ! ვადუღოთ 5-7 წუთი. ფელამუში მზადაა. ჩაასხით ფორმებში, რომლებსაც გაგრილების შემდეგ ჩადგამთ მაცივარში. მორთეთ ნიგვზით, თხილით, ნუშით, თუნდაც რამე ხილით. უგემრიელესია და თან არაა სნიკერსი და ტვიქსი. საღამოს ბავშვები ტკბილს რომ მოითხოვენ, მაგ დროსაც გამოგადგებათ და სტუმრებსაც ძალიან მოსწონთ.