ფრანგული კრეპი (თხელი ბლინები)
კიდე ერთი საუზმე, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც-ფრანგული კრეპი (თხელი ბლინები)
დაგვჭირდება: 1ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი
2 ს.კ. ზეთი
ერთად ავთქვიოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ მარილი, ფქვილი, ჩავასხათ ზეთი. გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ოდნავ ზეთი და ჩამჩით დავასხათ ცომი. გავანაწილოთ მთელ ზედაპირზე თხელი ფენა და გამოვაცხოთ დაახლოებით1 წუთი, შემდეგ ამოვაბრუნოდ და გამოვაცხოთ მეორე მხრიდან. დანარჩენი ბლინების გამოსაცხობათ ტაფაზე ზეთის მოსხმა აღარ არის საჭირო. სათითაოდ ყველა გამომცხვარ ბლინს ვადებთ პატარა კარაქის ნაჭერს და ვაყრით თითო კოვზ შაქარს. ვდებთ ერთმანეთზე, კარაქით რომ კარგად გაიჟღინთოს. შეგვიძლია მივირთვათ ცოცხალი ხილით ან ჯემით, მურაბით, ცხელი შოკოლადით, თაფლით ან არაჟნით. ასევე, შეგვიძლია არ დავატკბოთ და ჩავდოთ ბლინებში სხვადასხვა შიგთავსი- ხორცი, ყველი, სოკო და ა.შ. Bon appétit!