ფრანგული ტოსტები დარიჩინით
კიდე ერთი ძალიან მარტივი და ყველასათვის საყვარელი საუზმე- ფრანგული ტოსტები, ”ყიყლიყო”, როგორც მას ჩვენთან ეძახიან. ფრანგული ტოსტის უამრავი ვარიაცია არსებობს, დღეს გთავაზობთ კლასიკურ ტკბილ ტოსტებს დარიჩინით, რომელიც ჩემს ოჯახში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს.
დაგვჭირდება: 6-8 ნაჭერი პური (უმჯობესია წინა დღეს თეთრი პური) 3 კვერცხი 1 ჭიქა რძე 2 ს.კ. შაქარი ნახევარი ჩ.კ. დარიჩინი ოდნავ ვანილი კარაქი შესაწვავად. მსუბიქად ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ შაქარში გახსნილი დარიჩინი, რძე, ვანილი. პურის ნაჭრები კარგად ამოვავლოთ ამ მასაში და შევწვათ კარაქში, საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე.
გემრიელად მიირთვით!