top of page

ყავის ნამცხვარი ნიგვზით


დღეს კიდე ერთ ნამცხვარს შემოგთავაზებთ ჩემი ბავშვობიდან. კვირის ბოლოს დედა აუცილებლად გვიცხობდა რამე გემრიელს და განსაკუთრებით მე და ჩემ ძმას ეს ყავის ნამცხვარი გვიყვარდა. მეც ხშირად ვუცხობ ჩემებს და მათაც ეს ნამცხვარი გამორჩეულად მოსწონთ. დაგვჭირდება: 3 კვერცხი 1 ჭ. შაქარი 250 გრ. არაჟანი 2 ს.კ. ყავა 2 ს.კ. კაკაო 2 ს. კ. დაქუცმაცებული ნიგოზი 1 ჭ. ფქვილი სოდა ძმრით ვანილი

კრემისთვის: 1 მოხარშული შესქელებული რძე 200 გრ კარაქი 150 გრ ნიგოზი

კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ არაჟანი, კაკაო, ყავა, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და ნიგოზი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთი. გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და გავჭრათ სიბრტყეზე, ორ ნაწილად.

კრენმისთვის ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე, დავუმატოთ თითო-თითო კოვზი შესქელებული რძე, ბოლოს კი ნიგოზი შევურიოთ

. კრემის ნახევარი წავუსვათ გაციებულ ნამცხვარს შუაში, მეორე ნახევარი ზევიდან, მოვაყაროთ ნიგოზი ან დაფხვნილი შოკოლადი.

უმჯობესია ნამცხვარი მირთმევის წინ გააჩეროთ 3-4 საათი, კრემი რომ კარგად გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page