top of page

ყველის წვნიანი


დაგვჭირდება: მდნარი ყველი 350 გრამი კარტოფილი 4-5 ცალი სტაფილო 1 დიდი ზომის ხახვი 1 თავი ბარდა 1 ქილა ლორი 300 გრამი კარაქი 20 გრამი კამა 1 კონა ქვაბში ჩავყაროთ ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ. კარაქიან ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო შესაწვავად. გადავიტანოთ ქვაბში მოხარშულ კარტოფილთან და ხელის ბლენდერით ვაქციოთ ძალიან თხელი პიურის მასად. დავამატოთ მდნარი ყველი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას. ბოლოს ჩავყაროთ ბარდა და ტაფაზე უცხომოდ შემწვარი ლორი დაჭრილი თქვენთვის სასურველ ნაჭრებად. ყველაფერი ერთად ვადუღოთ 5 წუთი და წვნიანი მზადაა. თეფშებზე რომ გადმოიღებთ მოაყარეთ დაჭრილი კამა. თუ გექნებათ მოახეხეთ ცოტა ჰოლანდიური ყველი უხდება ძალიან. მიირთვით გემრიელად

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page