top of page

შინაური მაიონეზი


ალბათ ყველამ ვიცით, რომ მაიონეზი რომელიც მაღაზიებში იყიდება საკმაოდ მავნეა ჯანმრთელობისათვის. ამ მაიონეზით ვანელებთ თითქმის ყველა კერძს და ვაჭმევთ ბავშვებს.სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ძველისძველი სახლის პირობებში მომზადებული მაიონეზის რეცეპტი. რომლითაც ჩემი ბებია გვიკეთებდა სალათებს და ძალიან გემრიელია დამერწმუნეთ, ბევრად გემრიელი ვიდრე ნაყიდი. თან შეგვიძლია დავუმათოთ სხვადასხვა ახალახალი ინგრედიენტები, სხვადასხვა გემოს მისაღებად. მაშ ასე მაიონეზის რეცეპტი ჩემი ბებოს ძველი ბლოკნოტიდან დაგვჭირდება 3 კვერცხის გული 200 გრამი ზეითუნის ან მზესუმზირის (რაფინირებული) ზეთი მდოგვი არასავსე ჩაის კოვზი მარილი გემოვნებით ოდნავ შაქარი ლიმნის წვენი ან რბილი ძმარი 1 სუფრის კოვზი

ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ინგრედიენტებია, დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ძალიან უხდება ცოტა ნიორი და პიტნა, გააჩნია რის შესაკმაზად გჭირდებათ. ან შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი მწვანილი ან სუნელი თქვენი გემოვნებით.

ბლენდერი დაგვჭირდება ან მიქსერი ამ ყველაფრის კარგად ასათქვეფად. ჩავყაროთ კვერცხის გულები და მდოგვი, ლიმნის წვენთან ერთად ბლენდერში და ავთქვიფოდ, ნელნელა დავუმატოთ ზეთი და მარილი და ოდნავ შაქარი გემოვნებით. რაც უფრო მეტს ავთქვიფავთ მით უფრო გათეთრდება,მაგრამ სულაც არაა საჭირო სითეთრე მთავარია გემო. ამის შემდეგ დაამატებთ ბლენდერშივე რაც გგონიათ რომ მოუხდება თქვენს მაიონეზს და კიდევ გადაურევთ. სულ ესაა, მაიონეზი მზადაა და შეგიძლიათ შეაზავოთ ნებისმიერ სალათთან. გამიზიარეთ თქვენი აზრი თუ არ დაგეზარებათ და მოამზადებთ მაიონეზს ამ რეცეპტით, ძალიან გამეხარდება !

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page