top of page

შოკოლადის ტრუფელი


უგემრიელესი ტრუფელი, რომელსაც მარტივად მოამზადებთ სახლის პირობებში

დაგვჭირდება: 150 გრ შავი შოკოლადი 70 მლ მაღალცხიმიანი ნაღები 1-2 ს.კ. შაქრის პუდრა 1 ს. კ. რომი (კონიაკი, ლიქიორი-ნებისმიერი თქვენი გემოვნებით) 2-3 ს.კ. კაკაო ამოსავლებად (ქოქოსის ფანტელები, დაქუცმაცებული თხილი, ნიგოზი, ნუში...)

ნაღები და შაქარი ნელ ცეცხლე მიიყვანეთ დუღილამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით და დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი, კარგად მოურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (ამ კრემისებრ მასას ქვია განაში). დაუმატეთ რომი ან რომელიმე სხვა არომატიზატორი თქვენი სურვილით, კიდე კარგად ამოურიეთ, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში დაახლოებით 1 საათით. განაში უნდა გამკვრივდეს, მაგრამ არ გაიყინოს. გამკვრივებული განაში კოვზით ამოიღთ და ხელით დაამრგვალეთ. უმჯობესია დასამრგვალებლათ დაფას თუ გამოიყენებთ, ასე შოკოლადი ნაკლებად გადნება. მომზადებული ბურთულები კიდე 20 წუთით შედეთ მაცივარში, შემდეგ გამოიღეთ, ამოავლეთ კაკაოში, ქოქოსის ფანტელებში ან თხილში. ტრიუფელები ინახება მაცივარში, გერმეტულად დახურულ ჭურჭლში

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page