ხაჭოს ბლინები
თუ თქვენი შვილები, ისევე როგორც ჩემი, ხაჭოს მაინც და მაინც დიდი სიამოვნებით არ მიირთმევენ, მოუმზადეთ ბლინები ხაჭოს შიგთავსით. ჩემებს ძალიან უყვართ.
ბლინებისთვის დაგვჭირდება: 1ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი 2 ს.კ. ზეთი შიგთავსისთვის დაგვჭირდება: 400 გრ ხაჭო 2 კვერცხი 3 ს.კ. კოვზი შაქარი ვანილი
მოვამზადით ბლინები ისე, როგორც ადრე უკვე გასწავლეთ. მოვამზადოთ შიგთავსი: კარგად გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ ხაჭო, ვანილი, კარგად მოვურიოთ. სათითაოდ ყველა ბლინს დავადოთ 1-2 კოვზი ხაჭო და შევახვიოთ კონვერივით. შემდეგ დავდოთ ტაფაზე და ოდნავ შევწვათ ორივე მხრიდან კარაქში. ბლინები შეგიძლიათ მოამზადოთ წინა საღამოს, შეახვიოთ, შეინახოთ მაცივარში და დილით შეწვათ საუზმისთვის. ძალიან ნოყიერი და სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვებვისთვის!