ხაჭოს მაჭკატები
ჩემი შვილების საყვარელი საუზმე
დაგვჭირდება: 450-500 გრ ხაჭო 1 კვერცხი 2 ს.კ. შაქარი ვანილი 5 ს.კ. ფქვილი
ხაჭოს დავუმატოთ შაქარი დავანილი და გავწნათ, შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და შევურიოთ ფქვილი. მომზადებული ცომით მოვამზადოთ თანაბარი ზომის ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და ხელითვე ოდნავ დავაბრტყელოთ. ტაფა გავახუროთ, მოვასხათ ზეთი (შეგიძ₾იათ კარაქიც დაუმატთ) და გამოვაცხოთ ჩვენი მაჭკატები დაბალ ცეცლხზე, თავდახურულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
მაჭკატებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. უხდება არაჟანი, თაფლი, მურაბა და ა.შ.
გემრიელად მიირთვით!