ხაჭოს ნამცხვარი ლიმნით
გასწავლით ისეთი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის მომზადება დატვირთული სამუშაო კვირის განმავლობაშიც კი არ გაგიჭირდებათ. ხაჭოს და ლიმნის ნამცხვარი დაგვჭირდება: 5 კვერცხი 2 ჭ. შაქარი 250 გრ კარაქი 500 გრ ხაჭო 2,5-3 ჭ. ფქვილი სოდა ძმრით, ვანილი 1 ლიმნის ცედრა დანის წვერზე მუსკატი შოკოლადის მინანქარი: 2 ს.კ. კაკაო 0,5 ჭ. შაქარი 5 ს.კ. რძე 70 გრ კარაქი კარგად გათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, ხაჭო, შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, ლიმნის ცედრა და მუსკატი. მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში. მინანქრის მოსამზადებლად კაკაო, შაქარი და რძე დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ კარაქი. კარაქის დადნობამდე ხარშეთ დაბალ ცეცხლე, შემდეგ გადმოდგით და მოასხით გაგრილებულ ნამცხვარს.