ბლომანჟე
დღეს გემრიელობების დღეა! გავაკეთოთ უგემრიელესი ბლომანჟე, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია.
დაგვჭირდება:
3 შეკვრა მალეხსნადი ჟელატინი, ჯამში გამოდის 45 გრ 400 გრ არაჟანი 3 კვერცხი 200 გრ შაქარი ვანილი 1 ფორთოხლის ცედრა 100 გრ ბეილისი 2 ჩ/კ ხსნადი ყავა 200 გრ წყალი
3 შეკვრა მალეხსნად ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი, კარგად მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე რომ წამოდუღდეს, თან სულ ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავყაროთ 2 ჩ/კ ყავა, მოვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას და დავდგათ გასაგრილებლად. 2 კვერცხის გულს და 1 კვერცხს მთლიანად დავაყაროთ შაქარი და მიქსერით კარგად ავთქვიფოდ. დავუმატოთ არაჟანი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა,ბეილისი. ამ მასას შევურიოთ გაგრილებული ჟელატინი და კიდევ ავთქვიფოდ. ჩავასხათ სასურველ ფორმაში, გნებავთ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში.