დილა მშვიდობისა!დღეს საუზმისთვის გთავაზობთ მარტივ და გემრიელ ვაშლის მაჭკატებს,რომელიც სულ რაღაც 15-20 წუთში მომზადდება.
დაგვჭირდება:2 კვერცხი350 მლ რძე150 გრ შაქარი2 ჭიქა ფქვილი3 საშუალო ზომის ვაშლისოდა ძმრით, ვანილიდანის წვერზე დარიჩინი.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ შაქარი, რძე, ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი და დარიჩინი. კარგად ავურიოთ, შემდეგ დავუმატოთ გახეხილი ვაშლი, კიდე კარგად ავურიოთ.გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი და სუფრის კოვზით დავდოთ ცომი. დავაფაროთ თავსახური და შევწვათ მაჭკატები დაახლოებით 1-2 წუთი ორივე მხვრიდან.