ზარმაცი კვერები
მარტივი და გემრილეი საუზმე თქვენთვის და თქვეი ბავშვებისთვის- ზარმაცი კვერები არაჟნით და მურაბით! ამ კვერების მოსამზადებლად ყველა პროდუქტს ერთად ვურევთ და შემდეგ ვხარშავთ პატარა ნაჭრებად დანაწევრებულ ცომს. არ მოგიწევთ სათითაოდ ყველა კვერის გამოძერწვა და გამოტენვა შიგთავსით. მცირე დროში მზადდება და ყველაზე საქმიანი და დაკავებული დედებიც კი მოასწრებენ ასეთი საუზმის მომზადებას საკუთარი შვილებისთვის!
დაგვჭირდება: 500 გრ ხაჭო, 2 კვერცხი, 2-3 ს.. შაქარი, დაახლოებით1,5 ჭ. ფქვილი. არაჟანი და მურაბა-თქვენი გემოვნებით.
ხაჭო კარგად ავსრისოთ, დავუმატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხი, მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი. ცომი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად. ქვაბში ავადუღოთ წყალი, ოდნავ დავამარილოთ. ჩავყაროთ ჩვენი კვერები და ვხარშოთ მანამ, სანამ ქვაბის ზედაპირზე არ ამოტივტივდებიან. გადმოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ არაჟანი და მუარაბა. გემრიელად მიირთვით!