top of page

თინუსის სალათი


დაგვჭირდება: 2 სახეობის სალათის ფოთოლი რუკოლა და აისბერგი. თინუსი კონსერვირებული თავისივე წვენში 2 ქილა პომიდორი ჩერი 5-6 ცალი მწყერის კვერცხი 6 ცალი ზეთის ხილი უკურკო, მწვანე ან შავი 1 ქილა მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი, ბალზამირებული ძმარი გარეცხილი ფოთლები დავფლითოთ ხელით, ჩავყაროთ ჯამში. ჩავყაროთ ზეთის ხილი მთელ-მთელი და შუაზე გაჭრილი პომიდვრები. მწყერის კვერცხი მაგრად მოხარშული გავჭრათ შუაზე და ჩავყაროთ. თინუსი ამოვიღოთ წვენიდან, ფრთხილად დავანაწევროთ და დავამატოთ. შეაზავეთ მარილით, პილპილით, ზეითუნის ზეთით და ბალზამიკოთი. კარგად გადაურიეთ და სალათი მზადაა გემრიელად მიირთვით

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page