top of page

კექსი ქიშმიშით


ეს უგემრიელესი კექსი ერთნაირად მოუხდება ყავასაც და ჩაისაც. რაც მთავარია, ძალიან მარტივად მზადდება! დაგვჭირდება: 4 კვერცხი 200გრ კარაქი 200 გრ შაქარი 200 გრ ქიშმიში ან ხილის ცუკატი 300 გრ ფქვილი + 2 ს.კ. 1 ჩ.კ. სოდა ზმრით, ვანილი მწიკვი მარილი 3-4 ს.კ. კონიაკი ან რომი

პირველ რიგში, კარგად გავრეცხოთ ქიშმიში და დავასხათ შემთბარი კონიაკი. დავაცადოთ ნახევარი საათით. ამასობაში კარგად აგვთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, მარილი. გადავწუროთ ჩალბობილი ქიშმიში და მოვაყაროთ 2 ს.კ. ფქვილი. ეს ქიშმიშიც დავუმატოთ ცომს. კარგად მოვურიოთ, გადავიტანოთ ნამცხვრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთი. გაგრილებულ კექსს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page