კროკ მადამ, კროკ მესიე!
დღეს საუზმისთვის გთავაზობთ ცნობილ ფრანგულ ხრაშუნა სენდვიჩებს ლორით და ყველით("croquer"- ხრაშუნს ნიშნავს). მადამს მესიესგან განსხვავებით "ქუდი" ახურავს- თავზე ადევს თოხლო კვერცხი. დაგვჭირდება: 4 ნაჭერი ტოსტის პური 2 ნაჭერი ლორი 2 ნაჭერი ყველი 1 კვერცხი მდოგვი კარაქი
პურს წავუსვათ კარაქი, დავადოთ ლორი, ყველი და, სურვილისამებრ, წავუსვათ მდოგვი. ზევიდან დავადოთ მეორე ნაჭერი პური. სენდვიჩი შევწვათ გრილზე ან ღუმელში (შეგიძლიათ მარტივად შეწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან). ამასობაში მოვამზადოთ ჩახლილი ერბოკვერცხი ( ე.წ. "გლაზუნია") და მოვათავსოთ ერთ-ერთ სენდვიჩზე. Bon Appétit!