კუბდარი
შემოგთავაზებთ ჩვენებური კუბდარის ვერსიას. ცომისთვის დაგვჭირდება: 1 კგ ფქვილი 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი 1,5 ჭიქა რძე 50 გრ კარაქი 2 ს.კ. შაქარი 1 ს.კ. მარილი. შიგთავსისთვის დაგვჭირდება: 1კგ. ხბოს რბილი ხორცი 3 ხახვი 1-2 ჩ.კ. წიწაკა 2 ს.კ. სვანური მარილი 1 ჩ.კ. ძირა 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
ნახევარი ულუფა რძე დაბალ ცეცხლზე გავათბოთ, ჩავდოთ შიგ კარაქი და გავადნოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავხსნათ შიგ შაქარი და მარილი, დავუმატოთ დანარჩენი რძე. მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ საფუარი, მოვურიოთ. დავუმატოთ რძის მასა და კარგად მოვზილოთ ცომი. დაახლოებით 1 საათით გავაჩეროთ თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს. შემდეგ, დავუმატოთ ცოტაოდენი ფქვული და კიდე კარგად ამოვზილოთ. უნდა გამოვიდეს ცოტა მაგარი ცომი. გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამზადებული პურის ცომი(1,5 კგ) ამასობაშ მოვამზადოთ შიგთავსი: დავჭრათ ხორცი წვრილ კუბიკებად და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სხვანური მარილი, ძირა და ბეგქონდარა. დავუმატოთ გემოვნებთ წიწაკა. ცომი დავყოთ 6-8 გუნდათ, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ შუაგულში ხორცი, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის შუაგული გავხსნათ, ცომი არ გაიბეროს. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმეში.