top of page

ლაზანია


თევენი თხოვნით, გთავაზობთ იტალიური სამზარეულოს კიდე ერთ შესანიშნავ კერძს -ლაზანიას. არსებობს ამ კერძის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი, ლაზანიას ამზადებენ როგორც ხორცით, ასევე ბოსტნეულით. ახლო მომავალში აუცილებლად გასწავლით ვეგეტარიანულ ლაზანიასაც, მაგრამ დღეს წარმოგიდგენთ კლასიკურ ხორცის ლაზანიას. ამასთან ერთად, ორი ძალიან მნიშვნელოვანი სოუსის- ბოლონიეზეს და ბეშამელის მომზადებასაც ვისწავლით, რაც სხვა კერძების მომზადების დროსაც გამოგვადგება.

დაგვჭირდება: ლაზანიას ფირფიტები 250-300 გრ პარმეზანი

ბოლონეზეს სოუსისთვის:

100 გრ იტალიური ბეკონი პანჩეტა 800 გრ პომიდორი ქილაში (გაფცქვნილი პომიდორი საკუთარ წვენში) 500-600 გრ საქონლის ხორცის ფარში (შეგიძლიათ შერეული ფარშიც გამოიყენოთ) 2 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი 1 ხახვი 1 სტაფილო 1 ნიახურის ძირი (ან 3-4 ღერი) 2 კბილი ნიორი

მუსკატი- დანის წვერზე მარილი, წიწაკა-თქვენი გემოვნებით

ბეშამელის სოუსისთვის დაგვჭრდება:

2-3 ს.კ. პურის ფქვილი 100 გრ კარაქი 1 ლ რძე 1 მწიკვი მუსკატი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. მაღალპირიან, სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ზეითუნის ზეთი, ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ნიახური ძირი, კიდე 2 წუთში-წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო. ამ მასას ფრანგები მირპუას (mirepoix) უწიდებენ, ხოლო იტალიელები- სოფრიტოს (soffritto) და ის ბევრი სოუსის და სხვა კერძის საფუძველია.

ცალკე ტაფაზე გავახუროთ ზეთი და მოვბრაწოთ ფარში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ცტა ხანში აქვე დავუმატოთ ჩვენი სოფრიტო და ვთუშოთ ერთი-ორი წუთი. დავუმატოთ ღვინო, ვთუშოთ კიდე 10 წუთი და ბოლოს დავუმატოთ ჩვენ სოუსს წვრილად დაკეპილი ნიორი და პომიდოროი წვენთან ერთად.

სოუსი დაბალ ცეცხლზე კიდე მინიმუმ 40 წუთი (უმჯობისი კი 1,5-2 საათი) უნდა ვთუშოთ. სოუსი ოდნავ უნდა დუღდეს, წვენი თუ დაშრა, ცოტა ბულიონი ან წყალი ჩავამატოთ ხოლმე.

ბოლოდ დავამატოთ მუსკატი, მარილი და წიწაკა. აქვე, სურვილისამებრ, შეგვიძლია დავამატოთ ბაზილიკი და ორეგანო.

ამასობაში მოვამზადოთ ბეშამელი: სქელძირიან პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი (ფრთხილად, არ დაგეწვათ), დავუმატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ და ოდნავ გავარდისფრებამდე მოვთუშოთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩავასხათ რძე, სულ ვურიოთ. მივიყვანოთ ეს სოუსი ადუღებამდე, დავუმატოთ მუსკატი, ცოტა მარილი და გამოვრთოთ ქურა.

ავაწყოთ ლაზანია: მაღალპირიან ოთხკუთხედ ფორმაში ჩავასხათ ცოტა ბოლონეზეს სოუსი, დავფაროთ ლაზანიას ფირფიტებით, ისევ მოვასხათ ბოლონეზე, შემდეგ მოვასხათ ბეშამელი, მოვაყაროთ ცოტა გახეხილი პარმეზანი და ისევ დავფაროთ ლაზანიას ფირფიტებით. ასე ვიმეორებთ და ვაკეთებთ კიდე 2-3 ფენას (5 ფენაზე მეტს ნუ გააკეთებთ). უკანასკნელი ფენას მოვასხათ დარჩენილი ბეშამელი და მოვაყაროთ პარმეზანი. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში. ვაცხობთ დაახლოებით 45-50 წუთი 180 გრადუსზე.

ეს კერძი თქვენგან ცოტა მეტ დროს და მოთმინებას მოითხოვს, სამაგიეროდ ძალიან გემრიელია!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page