top of page

ომლეტი ყველით და შამპინიონით


დილა მშვიდობისა! დღეს გთავაზობთ კლასიკურ საუზმეს-ომლეტს. ჩვენი დღევანდელი ვერსიაა- ომლეტი ყველით და შამპინიონით, თუმცა, თქვენ შეგიძიათ ნებისმიერი ინგრედიენტი დაუმატოთ ან მოაკლოთ თქვენი გემოვნებით. დაგვჭირდება: 4 კვერცხი 100 გრ შამპინიონი 1 თავი ხახვი 2 ს.კ. რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები 1 ს.კ. კარაქი 3 ს.კ. გახეხილი ყველი (პარმეზანი, ჩედარი, გაუდა, სულგუნი...) რამოდენიმე ღერი ოხრახუში გემოვნებით მარილი და წიწაკა ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და სოკო და მაღალ ცეცხლზე მოთუშეთ დაახლოებით 3 წუთი. ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ოხრახუში, ნახევარი გახეხილი ყველი, მარილი, წიწაკა. მოასხით სოკოს და ხახვს, ცოტა ხნით დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე კიდე დაახლოებით 3 წუთი. შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ყველი, გადაკეცეთ შუაზე, გადმოიტანეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page