top of page

პასტა ქათმის ფილეთი


დღეს მინდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი პასტა. შეგიძლიათ საღამოს მოაწყოთ სადღესასწაულო ვახშამი. რაღათქმაუნდა მომზადება ძალიან მარტივია.

დაგვჭირდება: სპაგეტი 1 შეკვრა, 500 გრ ხახვი 1 ნიორი 3 კბილი მთლიანი პომიდვრები საკუთარ წვენში 1 დიდი ქილა ( იყიდება ყველა დიდ სუპერმარკეტში, მე ვიყიდე კარფურში) ზეთის ხილი უკურკო 1 ქილა ქათმის ფილე 3 ცალი წითელი წიწაკა დაფქვილი ან შავი პილპილი გახეხილი პარმეზანი გემოვნებით მარილი გემოვნებით კარაქი 2 ს/კ ზეთი შესაწვავად ღვინო 100 გრ

ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავამარილოთ, შეგვიძლია წაუსვათ სუნელები და წიწაკა თქვენი გემოვნებით და დავდოთ ტაფაზე შესაწვავად. სანამ ქათამი იბრაწება, დავადგათ მაკარონი მოსახარშად და მივხედოთ გემრიელ არომატულ სოუსს. დავჭრათ ხახვი ძალიან წვრილად, მოვთუშოთ ტაფაზე ცოტა კარაქთან და ცოტა ზეთთან ერთად. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კიდევ ვთუშოთ. დავუმატოთ ჩვენი ცოცხალი, კანგაცლილი პომიდორი თავისი წვნიანად. დავაყაროთ ზეთის ხილი დაჭრილი წვრილად გადავურიოთ და დავასხათ ცოტა თეთრი ღვინო. დავტოვოთ 10 წუთით დაბალ ცეცხლე, თან პერიოდულად ვურიოთ და შევაზავოთ მარილით და წიწაკით ან პილპილით. საოცარად მადისაღმძვრელი არომატი დატრიალდება თქვენს სამზარეულოში.

ბოლოს როცა ყველაფერი მზად გვექნება დავდოთ დიდ თეფშებზე ჯერ სპაგეტი, მოვასხათ ზემოდან ჩვენი უგემრიელისი სოუსი, შემწვარი ფილე დიდი ზომის ნაჭრებად ან როგორც მოგწონთ და მოვახეხოთ ზემოდან პარმეზანი.

სასიამოვნო ვახშამს გისურვებთ! ხოლო გემრიელობის გარანტიას მე გაძლევთ, თუ ყველაფერს ამ რეცეპტის მიხედვით მოამზადებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page