პროფიტროლი
პროფიტროლი- ფრანგული სამზარეულოს კიდე ერთი ნაწარმი. პატარა ნამცხვარი მოხარშული ცომისგან, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსით ავსებენ. შესაძლოა დესერტი იყოს, ასავე ძალიან გემრიელია სოკოს, ხორცის ან ნებიეიერი სხვა შიგთავსით. დჭეს ჩვენ სწორედ დესერტს მოვამზადებთ, რომელსაც ჩვენთან შუს და ეკლერის სახით იცნობენ.
დაგვჭირდება: 120 გრ ფქვილი 100 გრ კარაქი 200 მლ წყალი 3-4 კვერცხი მარილი დანის წვერზე
ავადუღოთ წყალი მარილთან ერთად , შიგნით ჩავდოთ კუბუკებად დაჭრილი კარაქი. რომ გალღვება, ერთბაშად ჩავყაროთ მთელი ფქვილი და ხის კოვზით კარგად მოვურიოთ. ქვაბი დაბალ ცეცხლზე უნდა იყოს მოთავსებული. ვურიოთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი და არ მოორდება ჯამის კედლებს. ამის შემდეგ, დაგმოვდგათ ცეცხლიდან და შევათქვიფოთ თითო-თითო კვერცხი.ცომი უნდა გამოვიდეს პრიალა და მკვრივი. ცომი როგორც კი მოზადდება, დავსხვათ საცხობ ფირფიტაზე პატარა მრგვალი და გრძელი ბურთულები (დახლოებით კაკლის ზომა უნდა იყოს, ცხობისას გადიდება). გამოვაცხოთ 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. გამომცხვარი პროფიტროლი გავაგრილოთ, გავჭრათ შუაზე და ამოვავსოთ ინგლისური, მოხარშული ან ნებისმიერი სხვა კრემით თქვენი გემოვნებით. ზევიდან შეგვიძლია მოვაყაროთ პუდრა ან მოვასხათ შოკოლადი.