top of page

საგაზაფხულო სალათი


გაზაფხული მოვიდა და ცოცხალი სალათების სეზონიც დადგა! დაგვჭირდება: 1 დიდი კონნა ნებიემიერი სალათის ფოთოლი (კიდე უკეთესია, თუ სხვადასხვა სალთს აურევთ ერთმანეთში) 3 საშუალო ზომის პომიდორი ან 5 ცალი ჩერი 1 კიტრი 2 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა 1 სტაფილო 5 ცალი პატარა ბოლოკი 1 პატარა კონა მწვანე ხახვი თითო კონა კამა და ქინძი შეგიძლიათ პატარა კონა ტარხუნაც დაამატოთ 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2 ს.კ. ლიმნის წვენი ან ბალზამიკო (თქვენი გემოვნებით) 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი მარილი, წიწაკა

ჯერ მოვამზადოთ სოუსი: ლიმნის წვენი, მდოგვი, მარილი და წიწაკა ავთქვიოთ სპეციალური ხელის სათქვეფით, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ცოტა კიდე ავთქვიფოთ. სალათის ფოთლებს მოვაყაროთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, ალყა-ალყა დაჭრილი კიტრი, ბულგარული და ბოლოკი, გახეხილი სტაფილო. დავჭრათ ხახვი და მწვანილი, ესეც დავუმატოთ სალათს. მსუბუქად მოვურიოთ და მოვასხათ სოუსი. მარტივი, გემრიელი და სასარგებლო!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page