top of page

სალათა ”ნისუაზი”


ამ სალათის სამშობლო საფრანგეთი, უფრო სწორად კი პროვანსია. როგორც უკვე ალბათ მიხვდით, სახელწოდება ქალაქ ნიცას უკავშირდება. სალათი ძალიან გემრიელი და ამავა დროს საკმაოდ ნოყიერია. დაგვჭირდება: 1 საშუალო კონა სალათის ფოთოლი (შეგიძლიათ ერთი ან რამოდენიმე სხვადასხვა სახეობის აიღოთ) 3-4 პომიდორი ჩერი 1 პატარა თავი წითელი ხახვი 8-10 ცალი შავი ზეთის ხილი 2 მოხარშული კვერცხი 100 გრამი თინუსი (კონსერვირებული) 1 ბულგარული წიწაკა 100 გრ თეთრი ლობიო (კონსერვირებული) ან ნედლი მწვანე ლობიო (შეგიძლიათ გაყინული იხმაროთ) სოუსისთვის: 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი 3 ს.კ. ლომნის წვენი 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი 1 ჩ.კ. მდოგვი 0,5 ჩ.კ. ბეგქონდარა ან სხვა სანელებელი თქვენი სურვილისამებრ. მსუბუქად ავურიოთ სალათის ფოთლები, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, თინუსი, ლობიო, დავუმატოთ მეოთხედებად დაჭრილი ბულგარული, შუაზე გაჭრილი ჩერი, ოთხად გაჭრილი კვერცხი, ზეთისხილი. მოვამზადოთ სოუსი და მოვასხათ ჩვენ სალათს. გემრიელი, მსუბუქი ვახშამი გამოგივათ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page