სალათი ქათმის ღვიძლით
დაგვჭირდება:
1 კონა რომელიმე მწვანე სალათის ფოთლები ან სალათების მიქსი 4-5 პომიდორი ჩერი 1 წითელი ხახვი 100 გრ ორცხბილა 6-8 ქათმის ღვიძლი 1 ს.კ. ბალზამიკო დრესინგისთვის: 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი 4 ს.კ. ბალზამიკო 2 კბილი ნიორი მარილი, წიწაკა
მაღალ ცეცხლზე შევწვათ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ტაფას ოდნავ ზეთი მოვასხათ და თან სულ ვურიოთ. რამოდენიმე წუთში დავუმატოთ ბალზამიკო და გავგრძელოთ ხახვის შეწვა, სანამ ბალზამიკო სულ არ აორთქლდება. ხახვი გავაგრილოთ. ამასობაში მოვამზადოთ დრესინგი: ერთდა კარგად ავურიოთ ზეთი, ბალზამიკო, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წიწაკა. ქათმის ღვიძლი გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და შევწვათ საშუალო ცეცხლზე. ჯამში ჩავალაგოთ სალათის ფოთლები, მოვაყაროთ შუაზე გაჭრილი ჩერი, ხახვი, დრესინგი და კარგად ავურიოთ. შემდეგ ზევიდან დავალაგოთ ღვიძლი, მოვაყაროთ ორცხობილა, მოვასხათ დარჩენილი დრესინგი. გემრიელად მიირთვით!