200 გრ სალათი (ფრიზე, ან ნებისმიერი სხვა, ცოტაოდენი რუკოლაც შეურიეთ)პატარა კონა ტარხუნა200 გრ შამპინიონი0.5 ჭ. ნიგოზი1 პატარა თავი ხახვი4 ს.კ. ზეითუნის ზეთი2 ს.კ. ღვინის ძმარი ან ბალზამიკო (თქვენი გემოვნებით)2 ს.კ. ნიგვზის ზეთი მარილი
კარგად ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ძმარი და მარილი. მოვასხათ ორივე ზეთი და კარგად ავთქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.შამპინიონი დავჭრათ და მოვათავსოთ ამ სოუსში.დავტოვოთ 10 წუთი. ამასობაში, მოვხალოთ ნიგოზი, დავჭრათ მსხვილ ნაწილებად. სალათის ფოთლები დავხიოთ ხელით, დავალაგოთ ზევიდან სოკო, მოვაყაროთ ნიგოზი და მოვასხათ დარჩენილი სოუსი.გემრიელად მიირთვით!