top of page

სალათი ცეზარი


ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სალათი ''ცეზარი''-ს კლასიკურ ვარიანტში არის მხოლოდ რამოდენიმე ინგრედიენტი. ესენია: სალათის ფოთოლი ''რომენო'', ყველი პარმეზანი, კრუტონები იგივე ორცხობილები, რომლებიც ნივრიან ზეითუნის ზეთშია შემწვარი. და რაც მთავარია, ჯადოსნური სოუსი. ამ სალათის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ დღეს მოდით კლასიკურ ვარიანტზე შევჩერდები. მაშ ასე, ავიღოთ ქორფა სალათის ფოთლები ''რომენო'', კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში და შევაშროთ. შემდეგ ხელით დავფლითოთ და ჩავყაროთ ჯამში. ცოტა ზეითუნის ზეთში ჩავჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი, ოდნავ დავამარილოთ და ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი თეთრი პური ქერქის გარეშე და ამოვურიოთ. შემდეგ შევწვათ. სოუსისთვის დაგვჭირდება: კვერცხი, რომელსაც სპეციალური მოხარშვა დაჭირდება: ადუღებულ წყალში უნდა ჩავდოთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი ზუსტად 1 წუთით, შემდეგ ამოვიღოთ და გავაჩეროთ ისევ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი. შემოვაცალოთ ნაჭუჭი კვერცხს და კარგად ავთქვიფოდ ზეითუნის ზეთთან ერთად.დავუმატოთ ლიმნის წვენი და რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის ( ვუსტერის) სოუსი. შევაზავოთ მარილით, შესაძლოა პილპილითაც. ჯამში სალათის ფოთლებს მოვასხათ ჩვენი სოუსი და ფრთხილად გადავურიოთ, მოვაყაროთ შემწვარი კრუტონები და მოვახეხოთ ყველი პარმეზანი. სულ ეს არის სალათი ''ცეზარის'' კლასიკური ვარიანტი. ეს სალათი ჩემი შვილის ყველაზე საყვარელი კერძია, მას რომ კითხოთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ კლასიკურ ცეზარს მიირთმევს. მის სკოლასთან იყიდება სალათი, რომელსაც სახელწოდების გარდა არაფერი აქვს საერთო ცეზარის სალათთან. სახლში მიწევს მოვამზადო მის გემოვნებაზე მორგებულ ჩემებური ვარიანტი, რომელიც საკმაოდ ადვილია და გემრიელი გამოდის. დაგვჭირდება: სალათის ფოთლები, პარმეზანი, კრუტონები, შემწვარი ქათმის ფილე და სოუსი რომელიც მის გემოვნებას მოვარგე. ზაფხულობით პომიდორის დამატებაც შეიძლება. სოუსი მზადდება მარტივად: 1 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი ( ან სხვა ნებისმიერი ხარისხიანი მდოგვი), ნახევარი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი ან ცოტა მაიონეზი, მარილი გემოვნებით. ფაქიზად გადაურიეთ სალათის ფოთლები, ქათამი, გახეხილი პარმეზანი და შეაზავეთ სოუსით. ბოლოს მოაყარეთ კრუტონები და, რაც მთავარია, მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც ერთ ჭამაზე მიირთმევთ

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page