top of page
Поиск

საქონლის ტვინი სოკოთი თეთრ სოუსში

  • Marika
  • 3 мая 2015 г.
  • 1 мин. чтения

10425055_1640171499546745_1405427976897408048_n.jpg

დაგვჭირდება: ტვინი საქონლის 0,500 გრ სოკო პორტობელო 0,500 გრ 1 ხახვი 1 სტაფილო 100 გრ კარაქი 200 გრ არაჟანი 2კვერცხი 2 ს/კ ფქვილი 100 გრ მაგარი ყველი ტვინი კარგად გავრეცხოთ და 1 საათით გავაჩეროთ ცივ წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, მოვაცალოთ ფრთხილად აპკი და გავავლოთ ისევ ცივ წყალში.ჩავდოთ ქვაბში მარილიან ადუღებულ წყალში და ვხარშოთ 5 წუთის მანძილზე. ამასობაში ტაფაზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი ცოტა კარაქთან ერთად და მოვთუშოთ გამჭვირვალობამდე, დავაყაროთ დაჭრილი სოკო და გახეხილი სტაფილო და კიდევ მოვთუშოთ ცოტა ხანი. დავაყაროთ მარილი. სოუსის მოსამზადებლად ავიღოთ ღრმა ტაფა, დავადოთ დარჩენილი კარაქი და გავადნოთ. შევურიოთ 2 ს/კ ფქვილი და ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და ცოტა შეფერიანდეს. დავამატოთ არაჟანი და სულ ვურიოთ, წამოდუღდეს. გემოვნებით დავამატოთ მარილი, პილპილი. გადმოვდგათ და ცოტა შევაგრილოთ. სანამ ჩვენი სოუსი შეგრილდება ავთქვიფოდ კვერცხი კარგად და გაგრილებულ სოუსს დავამატოთ, სულ ურიოთ რომ არ აიჭრას. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავალაგოთ მსხვილად დაჭრილი ტვინი, ზემოდან ხახვი, სტაფილო და სოკო შემწვარი. ბოლოს მოვასხათ ჩვენი სოუსი და მოვახეხოთ ზემოდან ყველი. ჩავდგათ გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად 30 წუთით სადღაც 180 გრადუსზე. მიირთვით გემრიელად. Смайлик «smile»

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean

martividagemrieli.wix.com/goodfood

bottom of page