top of page

სოკოს კრემ-სუპი


დღეს გთავაზობთ ყველასათვისთვის საყვარელი სოკოს კრემ-სუპის მარტივ და გემრიელ რეცეპტს. დაგვჭირდება: 4 საშუალო კარტოფლი 500 გრ შამპინიონი 1 თავი ხახვი 250 მლ ნაღები 20 გრ კარაქი მარილი, შავი წიწაკა რამდენიმე ღერი ოხრახუში ან რომელიმე სხვა მწვანილი თქვენი გემოვნებით.

კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ, დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს, დავუმატოთ მარილი და დავდგათ მოსახარშად. კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვთუშოდ, შემდეგდავუმატოთ მსხვილად დაჭრილი სოკო და ოდნავ მოვთუშოთ ერთად. კარტოფილი რომ მოიხარშება, დავუმატოთ ხახვი და სოკო და ვახრაშოთ ერთად 2-3 წუთი. შემდეგ ბულიონი ცალკე ჭურჭელში გადავასხათ და დანარჩენი მასა დავაბლენდეროთ. დაბლენდერებული პიურე გავათხელოთ ჩვენი ბულიონით მანამდე, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მივიღებთ. დავდაგთ კრემ-სუპი დაბალ ცეცხლზე და დავუმატოთ ნაღები, კარგად მოვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ და გამოვრთოთ ქურა.

მირთმევის წინ, სურვილისამებრ მოვაყაროთ წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page