ფრანგული მოხარშული კრემი (Crème Pâtissière) და კრემი მუსლინი (Crème Mousseline)
პატისიერ (Crème Pâtissière)- ფრანგული კლასიკური მოხარშული კრემია, რომელიც წარმოადგენს ბაზას ბევრი სხვა დესერტის და კრემისთვის. ასეთივე მნიშვნელოვანი საბაზისო ინგლისური კრემისგან (Crème Anglaise) განსხვავებით, ფრანგულ პატისიერს ფქვილთან ერთად სახამებელი ემატება. კრემი იდეალურია ტორტებისთვის, პროფიტროლისთვის და სხვა ნამცხვრებისთის. შეგიძლიათ უბრალოდ მორთოთ ხილით და მიირთვათ კოვზით.
კრემისთვის პატისიერ დაგვჭირდება:
500 მლ რძე 5 კვერცხის გული 100 გრ შაქრის პუდრა
30 გრ ფქვილი 30 გრ სახამებელი ვანილი დანის წვერზე
50 გ კარაქი
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ სახამებელი, ფქვილი და კარგად მოვურიოთ. შემდეგნელ-ნელ დავუმატოთ ადუღებული რძე და თან გამუდმებით ვურიოთ.
დავდგათ კრემი დაბალ ცეცხლე 3-5 წუთით, თან სულ ვურიოთ. უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ ვანილი, კარაქი და გამოვრთოთ ქურა
კრემი მუსლინი (Crème mousseline) სხვა არაფერია, რაც კრემი პატისიერ, რომელსაც ათქვეფილი კარაქი ან ნაღები ემატება.
ტექნიკა ასეთია: კარგად ავთქვიფოთ კარაქი ან ნაღები და დავუმატოთ თითო-თითო კოვზი კრემი პატისიერ. კარგად ავთქვიფოთ. მუსლინის მისაღებად იდეალური პროპორციაა: 500 გ კრემი პატისიერ, 150 გ კარაქი ან ნაღები.
გემრიელად მიირთვით!