ფხვიერი ნამცხვარი ხილის ჯემით
დაგვჭირდება: 175 გრ ცივი კარაქი 0,5 ჭ. შაქარი 2 კვერცხი 2 ჭ. ფქვილი 1 ჩ.კ. სოდა ძმრით ვანილი 250 გრ რომელიმე ხილის ჯემი (ხილფაფა, კონფიტური)
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ შაქარი, მოვურიოთ, შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი და ჩავხეხოთ კარაქი. დავუმატოთ სოდა ძმრით, ვანილი და მოვზილოთ ხელით. გამზადებული ცომი 30-40 წუთით შევინახოთ მაცივარში. შემდეგ გავყოთ ორ არათანაბარ ნაწილად. უფრო მოზრდილი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე, გადავუსვათ ჯემი. ცომის მეორე ნაწილი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ბრტყელ ლენტებად, ეს ლენტები ჯვარედინად დავადოთ ზევიდან ჩვენს ნამცხვარს და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში. გაციებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!