ქათამი ქარის სოუსით
დღეს ინდური სამზარეულოს უგემრიელეს კერძს შემოგთავაზებთ- ქათამი ქარის სოუსით
დაგვჭირდება: 400-500 გრ ქათმის ფილე 2-3 პომიდორი 2 თავი ხახვი 3 კბილი ნიორი 2-3 ბულგარული წიწაკა 50 გრ ჯინჯერი (კოჭა, ჯანჯაფილი) 2 ჩ.კ. ქარი 2 ჩ.კ. ხმელი ქინძი 1 ჩ.კ. ჩილი 100 მლ ქოქოსის რძე ან ნაღები სიმინდის ზეთი (მზესუმზირის ასევე გამოდგება)
დავჭრათ წვრილად ხახვი, მოვთუშოთ ზეთში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. დავუმატოთ 50 მლ წყალი და ვთუშოთ, სანამ წყალი არ აორთქლდება, თან ვურიოთ. დავუმატოთ თხლად გახეხილი ჯინჯერი და დაჭყლეტილი ნიორი. ისევ ჩავუმატოთ 50 მლ წყალი და ვურიოთ, სანამ არ აორთქლდება. გადმოვდგათ ტაფა ცეცხლიდან და დავუმატოთ ქარის ფხვნილი, ჩილი, ქინძი, მარილი. დავუმატოთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი, კარგად მოვურიოთ და დავაბრუნოთ ცეცხლზე. დავუმატოთ ოდნავ წყალი და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე კიდე 5-10 წუთი. ამისშემდეგ, დავამატოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე, დავასხათ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 30-40 წუთი. როცა სითხე თითქმის სრულად აორთქლდება, ჩავასხათ ქოქოსის რძე (ან ნაღები), ჩავყაროთ ბულგარული და ვთუშოთ კიდე 10 წუთი.
ძალიან უხდება ბრინჯის გარნირი.
გემრიელად მიირთვით!