top of page

ქათმის სალათი ანანასით


მინდა შემოგთავაზოთ საოცრად გემრიელი ქათმის სალათი. დაგვჭირდება: ქათმის ფილე 0,5 კგ 1 ქილა ანანასი მრგვლად დაჭრილი 1 ც. კარტოფილი ნახევარი ქილა სიმინდი 2 ც. კვერცხი ნიგოზი 100 გრ მაიონეზი სახლში მომზადებული 1 ც. ლიმონი მარილი, პილპილი გემოვნებით ქათმის ფილე დავამარილოთ და შევწვად. მზად რომ იქნება გავაგრილოთ და დავძენძოდ ან დავჭრად. კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოდ და დავჭრათ კუბიკებად. ჩავყაროთ ღრმა ჯამში ყველაფერი და მოვაყაროთ სიმინდი და დაჭრილი ნიგოზი. ანანასი დავჭრათ კუბიკებად და ჩავამატოთ დანარჩენ ინგრედიენტებს, დავიტოვოთ 2 ან 3 რგოლი ანანასი მოსართავად. დავამარილოთ და მოვაყაროთ პილპილი. მოვაწუროთ ნახევარი ლიმნის წვენი და შევაზავოთ მაიონეზით, დაგვჭირდება სადღაც 3 ან 4 სუფრის კოვზი. კარგად გადაურიეთ და ჩადგით მაცივარში 1 საათით შეგიძლიათ გააფორმოთ სალათის რამოდენიმე ფოთლით და ზემოდან ან გვერდზე შემოულაგოთ მრგვალი ანანასი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page