top of page

ქათმის ფრთები სოიოს სოუსით და თაფლით


დაგვჭირდება: ქათმის ფრთები 1,5 კგ სოიოს სოუსი 150 გრ 2 ს/კ ცხარე კეტჩუპი ნიორი 3 კბილი თაფლი 150 გრ სახამებელი 2 ს/კ ჯანჯაფილი 4 სმ მარილი, წითელი წიწაკა ზეთი 2 ს/კ პატარა ქვაბში ჩავასხათ ზეთი და გადავურიოთ სოიოს სოუსში, დავამატოთ კეტჩუპი, თაფლი, სახამებელი, ჩავჭყლიტოთ ნიორი და ჩავხეხოთ წვრილ სახეხზე ჯანჯაფილი. დავდგათ ცეცხლზე, თან სულ ვურიოთ, წამოვადუღოთ. წამოდუღების შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს დაბალზე და ვადუღოთ კიდევ 10 წუთი. ქათმის ფრთები გავრეცხოთ და შევაშროთ ხელსახოცით, გავჭრათ შუაზე სადაც ხრტილია. ჩავალაგოთ ეს ფრთები ცეცხლგამძლე, ღრმა, ჭურჭელში, დავამარილოთ კარგად და მოვაყაროთ წითელი წიწაკა. მოვასხათ გამზადებული სოუსი და ჩავდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, 45 წუთით. გარნირად შეგიძლიათ შეწვათ კარტოფილი. სასმელებიდან კი მოუხდება ცივი ლუდი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page