top of page

ქოთანში გამომცხვარი პელმენი


11071817_1643100042587224_5589253120904309622_n.jpg

დღევანდელ ნისლიან და წვიმიან ამინდში განსაკუთრებულად გემრიელი იქნება ქოთანში გამომცხვარი პელმენი.

4 ულუფისთვის დაგვჭირდება: 40 ცალი პელმენი (ან ნაკლები, ზომას გააჩნია) 200 გრ შამპინიონი 2 თავი ხახვი 200 გრ რომელიმე მაგარი ყველი 8 ს.კ. არაჟანი 4 პომიდორი ჩერი 20 გრ კარაქი მარილი, შავი წიწაკა.

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ კარაქში, დავუმატოთ დაჭრილი შამპინიონი და ცოტა კიდე მოვთუშოთ ერთად. თითო ქოთანში (შეგიძლიათ ლობიოს თიხის ქოთნები გამოიყენოთ) ჩავდოთ 10-10 პელმენი, ზევიდან გავანაწილოთ ხახვი და სოკო. შუაზე გავჭრათ ჩერი და ჩავდოთ იქვე ქოთანში, დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ ფარავდეს პელმენებს, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, ზევიდან მოვასხათ 2-2 კოვზი არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდოთ ჩვენი ქოთნები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page